Saturday, July 9, 2011

ქალბატონებო და ბატონებო შეიკარით ღვედები!!!

სამარშუტო ტაქსსში ჰაერი გაჯერებულია
არც ისე სასიამოვნო სურნელით,თუმცა უმრავლესობისთვის სასიამოვნო ”ტაშ-ტუშ” მუსიკის ჰანგებით, ფეხზე მდგომი მგზავრების უკანალები კარის მინაზეა მიბჯენილი, ვიღაც თავზე ჩანთას გადებს და შენ აქეთ გრძნობ თავს დამნაშავედ ...მოკლედ ერთი ჩვეულებრივი დღის ჩვეულებრივ გულისამრევი რუტინის ნაწილი....მაგრამ ამ დროს მთავრობამ შემოიღო კანონი ღვედებთან დაკავშირებით და ზემოთ მოყვანილ სიტუაციას სულ სხვა ელფერი შემატა :) არაფერი იცვლება მძღოლის უკან , აი გვერდით კი სიყვარულია!!! როდესაც წყვილს შეახსენებენ ახალ წესს,ისინი მორცხვად გადახედავენ ერთმანეთს, გოგონას მუნჯი თანხმობის შემდეგ კი მათი აციმციმებული თვალები, ათუხთუხებული გული და კიდევ რავიცი რა ერთ ღვედს ქვეშ ექცევა!!!! უყურებ მათ ზურგებს და ხვდები რომ ეს სიყვარულია, რომელსაც რაღაც ზონარით დაკავშირებაც კი ადიდგულებს!!! მძიმე სუნს, ზედმეტად მსუბუქ მუსიკას და კიდევ ათას უხერხულობას ერთი პოზიტივი მაინც შეემატა, რამაც მე თვითონაც დამაყენა რომანტიულ განწყობაზე...შემდეგ შევეცადე დამეკავშირებინა ჩემი სიყვარული და ღვედი, სამწუხაროd აღმოჩნდა რომ მგზავრობის კომფორტულობის მსგავსად სულაც არ არის რომანტიული....ზიხარ მისგან შორს, ცივად და  სიფსიფანა ზონარიც კი არ გაკავშირებთ :\ ჰოდა მინდა გამოვიწვიო ჩემი სატრფო ”მარშუტკის” წინა ადგილებზე მგზავრობაზე :) გაუძლებს ჩვენი მრავალწლიანი სიყვარული ამ გამოცდას?! იმ წყვილივით გაგვახარებს ეს მცირე სიმბოლურობა?! თუ ბოროტი სუნი დაგვძლევს?!

ასეთი გამოძახილი პოვა ჩემს გულში მთავრობის ახალმა გადაწყვეტილებამ!!! თქვენ კი შეიკარით ღვედი, მოუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს და სიყვარულს :)