კარტი, სიგარა, ვისკი და რისკი თითქოს მხოლოდ მამაკაცებს იზიდავს მაგრამ არც ქალებს გვაკლია აზარტი, და ადვილად შეგვიძლია ჩვენეული ცვლილებების შეტანის შემდეგ მოვირგოთ იგივე სიტუაცია და ამისგან შოფინგზე არანაკლები სიამოვნება მივიღოთ. მოგება ხომ ყველას ერთნაირად სიამოვნებს.
ნახევრად ჩაბნელებულ, სიგარეტის კვამლით სავსე ოთახში სხვების ფარსის ამოცნობა და ამისგან ხეირის ნახვა არც ისე ცუდად ჟღერს როდესაც გარეთ ზამთრის, სუსხიანი, უღიმღამო საღამოა. ან თუნდაც ისე როგორც ამას გაბი, სიუზანი, ბრი და ლინეტი აკეთებენ (სასოწარკვეთილ დიასახლისებში). ბავშვებისგან დასვენება, მეგობრებთან ჭორაობა, „სნექებით“ პირის ჩატკბარუნება და ამავდროულად მარცხენა ჰემისფეროს აქტიურად დაქოქვა დროის გატარების მშვენიერი, მულტიფუნქციური საშუალებაა. როგორც უკვე შეამჩნევდით პოკერი ჩემი რჩეულია აზარტულ თამაშებს შორის. ის საშუალებას გაძლევთ გაააქტიუროთ ტვინის მარცხენა ჰემისფერო, აიძულებს თქვენს გონებას იმუშაოს რამდენიმე პარალელურ რეჟიმში. მაშინ როცა თქვენ მეგობრის ურთიერთობას არკვევთ ახალ ბოიფრენდთან, პარალელურად თქვენი ტვინი აფასებს თქვენი კარტის „შესაძლებლობებს“ და პროცენტულ მაჩვენებლებში გადმოჰყავს მოგების შანსები, და კიდევ პარალელურად თამაშის სტრატეგიასაც ირჩევს, ამას გარდა გარემოს შეფასებას ახდენს-აკვირდება სხვა მოთამაშეების ქცევას, სტრატეგიას....
მოკლედ თუ პოკერს კარგად თამაშობ მაშინ საკმაოდ გამჭრიახი გონების პატრონი ბრძანდებით. Brainy is new sexy!!!! ყველა მამაკაცს მოსწონს ჭკვიანი ქალი!!! დიდ პატივისცემას დაიმსახურებთ თუ კაცების „მაგიდაზეც“ გამოიჩენთ თავს კარგი თამაშით. გარდა ამისა +1 საერთო გექნებათ თქვენს საყვარელ/დაინტერესებულ/მეგობარ მამაკაცთან.
