ბოლო 1 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში...ამჯერად კი მოიყვებით როგორ შემოვიდა ჩემს ოჯახში ახალი მიქსერი და ზუზუნა ბავშვი!!!!!
არც ბავშვის ნივთები ( რომლითაც ფაქტიურად გამოიტენა უკვე სახლი) არც თავად ოჯახის ახალი წევრი არ იწვევს ისეთ გრძნობათა და ემოციათა სპექტრს როგორც შარშან ზაფხულში ნაყიდი მიქსერი!!!! ეს უბრალო მიქსერი არ გეგონოთ ! ორმაგ დანიშნულებას ითავსებს, გარდა ძირითადი დატვირთვისა ის ბლენდერის ფუნქციასაც ასრულებს( ახლავს ”ედჯასთიბლ” ხელის ბლენდერი)
მოკლედ, ჯობს დავიწყო ”ფლეშბექით” ..... მაშინ როცა ჩემმა მუცელმა გამოკვეთილად ჩამრგვალებული ფორმები მიიღო, იმ მომენტისთვის წარმოუდგენლად დიდი ”კონფუზი ” მოგვივიდა ოჯახში- გაგვიფუჭდა მიქსერი...წარმოდგენაც კი არ მინდოდა რა მომივიდოდა ტკბილეულის და ნამცხვრების გარეშე ამიტომაც მეორე დღესვე ბაზრობაზე გავიქეცი დანაკლისის შესავსებად. ბევრი ძიების გარეშე თითქოსდა საბოლოო არჩევანი გავაკეთე, ფულიც კი მზად მქონდა გასაწოდებლად, როცა ხელმეორედ შემომხედა გამობზეკილ მუცელზე გონებამახვილმა გამყიდველმა და ჩემთვის უფრო სარფიანი ნივთი შემომთავაზა სულ რაღაც 5 ლარის სხვაობით....ეს იყო ”ორიერთში” მიქსერ-ბლენდერი....სწორედ ასე შევხვდით ჩვენ ერთმანეთს...მაშინვე ამოხეთქა ემოციების პირველმა ფოერვერკმა!!! ეს იყო დედობისკენ წინასწარ გადადგმული ნაბიჯი, სარფიანი შენაძენი... მოკლედ უკვე წარმოვიდგინე თავი ხელში უძლეველი ბლენდერით, სამზარეულოში მოფუსფუსე და მსუყედ გამოკვებილი ნაშიერის ბედნიერი პატრონი... :დ მოკლედ აღვივსე იმედებით, მოლოდინებით, და თვითკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა....გამოხდა ხანი ახალმა მიქსერმა ათასერთი კექსის ცომი მოატრიალა... ოჯახში შმოვიდა ახალი წევრი და შემოიტანა აჟიოტაჟი!!! მოკლედ გონს რომ მოვეგე გამახსენდა ჩემი სარფიანი შენაძენი და აქ უკვე გრძნობების ფოერვერკის მეორე ეტაპი დაიწყო... როგორც უკვე შემდგარი მშობელი წარვსდექი რეალობის წინაშე –ჯერ კიდევ შორს ვიყავი ბუნთულა ბავშვის კოვზით გამოკვებისგან, შესაბამისად ჩემი ახალი ბლენდერით ბულიონების დაქუცმაცება კარგა დიდი ხნით გადაიდოJ წინ გრძელი და წინააღმდეგობებით სავსე გზა მქონდა გასავლელი.... შესაბამისად მეორე ეტაპი გამოირჩეოდა იმედგაცრუებით, რეალობასთან შეჯახებით გამოწვეული უსუსურობის შეგრძნებით და მთელი პასუხისმგებლობის გაანალიზებით :ს
მესამი ეტაპი დადგა მაშინ როცა უკვე ფაქტის წინაშე დავდექი.... გავიარეთ ბავშვის გამოზრდის ყველაზე რთული პერიოდი, ღამის თენებით, გაზების პრობლემით და პოსტ პარტუმ დეპრესიით... აი დადგა დრო როცა ასპარეზზე გამოდის ჩვენი მთავარი გმირი.... აქაც შევეჯახე წინააღმდეგობას, აღმოჩნდა, რომ ბლენდერით გათხელებული ბულიონი ან პიურეJ რაღაცნაირ არასასიამოვნო კონსისტენციას იღებს და შესაბამისად მიზანშეწონილია უბრალოდ ჩაჭყლეტა ან საცერით გათხელება :გამოცდილიდედისსმაილიკი: შესაბამისად ემოციათა ფოერვერკის მესამი ეტაპი: აჰაამ!!! აი თურმე როგორ უნდა დედობა!!!აი თურმე როგორ კეთდება პიურე J !!! ასე რომ მესამე ემოციური“ვსპლისკი“ ძირითადად მოჰყვა გამოცდილებით მოტანილ თვითკმაყოფილებას, არსებულ რეალობასთან შეგუებას და უკვე საყვარელი ბუნთულა ბავშვის კოვზით გამოკვებით მიღებულ სიამოვნებას J (რა მნიშვნელობა აქვს როგორ გაკეთდა პიურე ლენდერით, მიქსერით თუ მამაპაპური საჭყლეტით)
რომ შევაჯამოთ სამივე ეტაპზე ძალიან განსხვავებული გრძნობებს იწვევდა ჩემში მიქსერი , თავიდან ძალიან დიდ მოლოდინებთან და ფერად ოცნებებთან იყო დაკავშირებული, შემდეგ უკვე რეალობამ ძალიან დამდაბნია და დამაბერტყა მიწაზე, ბოლოს კი ასე თუ ისე მივედი საბოლოო შედეგამდე, შეძლებისდაგვარად კმაყოფილი მიღწევებით და შეძენილი გამოცდილებით.
ერთი სიტყვით როცა თვალში მხვდება ხოლმე ჩემი მიქსერი, ზემოთ აღწერილი სამივე ფოერვერკი ერთად იშლება მუცელში და ალბათ ეს არის დედობა?! ჰოდა სანამ მიქსერს კიარადა ბავშვს „იყიდდეთ“ დაივიწყეთ წინასწარ ათასი რამის განსაზღვრა–დაგეგმვა–ფილოსოფოსობა, რეალობა ყოველთვის განსხვავდება მოლოდინებისგან! არა ერთმნიშვნოვლად ცუდად ან კარგად, უბრალოდ განსხვავდება!!!!


